რუსმა მარია შარაპოვამ კალიფორნიის შტატ ინდიან უელსში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის მეოთხე ეტაპზე გააღწია. მესამე რაუნდის მატჩში მან 7:5, 6:3 დაამარცხა მსოფლიო რეიტინგის 21-ე ნომერი, ესპანელი კარლა სუარეს ნავარო.
შეხვედრა 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მარიამ ოთხჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, საკუთარი მხოლოდ ერთხელ დათმო. შარაპოვას ანგარიშზე 3 ეისის წილ 2 ორმაგი შეცდომაც გახლდათ.
ტურნირის მეოთხედფინალში რუსი ჩოგბურთელი კიდე ერთ ესპანელს ლარა არუაბარენო-ვესინოს დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაცია მოახდინა, გამოთიშა რა ასპარეზობას იტალიელი რობერტა ვინჩი - 2:6, 6:4, 6:4.
Please log in to post a comment Log in Or Register