ჩოგბურთი

11:24 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვა დოჰას ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი გახდა

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, რუსმა მარია შარაპოვამ დოჰაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპი ძალზე იოლად გადალახა, დაამარცხა რა 2 სეტში ავსტრალიელი სამანტა სტოსერი 6:2, 6:4 და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრა 1:22 საათს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში რუსმა ჩოგბურთელმა ოთხჯერ დააბრეიკა მეტოქე, ხოლო საკუთარი მოწოდება ერთხელ დაკარგა. შარაპოვას ანგარიშზე ასევე გახლდათ 12 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა. თავის მხრივ, სამანტამ 1 ეისი ჩააწოდა და სამჯერ ორმაგი შეცდომაDდაუშვა. ამ ჩოგბურთელთა დაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 12:2 გახდა შარაპოვას სასარგებლოდ.

ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე მარია სერენა უილიამს დაუპირისპირდება, რომელმაც დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა ჩეხი პეტრა კვიტოვა 3:6, 6:3, 7:5.

გიორგი ბარბაქაძე

თეგებიშარაპოვა
0.117171