რუსი მარია შარაპოვა და ბულგარელი გრეგ დიმიტროვი, სავარაუდოდ, მალე ოფიციალურად განაცხადებენ საკუთარ ახლო ურთიერთობაზე. ბულგარული საინფორმაციო პორტალ HotNews.bg-ს ინფორმაციით, წყვილი ორი კვირით შავი ზღვის პირა კურორტ ალბენაში აპირებს დასვენებას.
დიმიტროვმა უკვე დაჯავშნა საპრეზიდენტო ლუქსი, რომელიც სასტუმროს მთელ სართულს მოიცავს. თუ რომელი რიცხვიდან აპირებენ ჩოგბურთელები დასვენებას, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთად პირველად 2012 წლის დეკემბერში, მილანში დააფიქსირეს, თუმცა მაშინ, ორივე მათგანმა უარყო ჭორები მათ შორის შესაძლო რაიმე სახის ურთიერთობასთან დაკავშირებით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია