ჩოგბურთი

16:24 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარეიზე წიგნი დაწერეს, ენდი ბაქოზე წერს

 მომავალი თვის დასაწყისში სინათლეს ბრიტანელი ჟურნალისტისა და მწერლის მარკ ჰოჯკინსონის წიგნი “ენდი მარეი. უიმბლდონის ჩემპიონი. სრული არაჩვეულებრივი ისტორია” იხილავს. თხზულების დაწერამდე ჰოჯკონსონმა ინტერვიუ ჩამოართვა მარეის, მის დედასთან, ჯუდისთან კი წიგნისთვის აუცილებელი ბევრი საყურადღებო დეტალი დააზუსტა.

წიგნში მოთხრობილია ენდის ჩოგბურთელად ჩამოყალიბების პერიოდი, მისი ყოველდღიური სათამაშო პროგრესი, უშეღავათო პაექრობა ძმასთან და დედის დიდი როლი მარეის მსოფლიო დონის ჩოგბურთელად ჩამოყალიბების საქმეში. ავტორი მიუთითებს, რომ დიდი სლემის ტურნირების 4 ფინალის წაგებამ ენდი გამოაწრთო და პლანეტის უძლიერეს მოთამაშეებთან დაპირისპირებამ მის სამომავლო წარმატებებში განუზომელი წვლილი შეიტანა.

ამასობაში თავად ენდიმ საკუთარ Twitter-ზე ბაქოში ახლახან დასრულებულ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე ისაუბრა. “საჩოგბურთო არხზე აზერბაიჯანის დედაქალაქის შეჯიბრებაზე ჩატარებული რამდენიმე მატჩი ვნახე და ასპარეზობის მაღალმა დონემ ჩემი ყურადღება მიიქცია. ვიმედოვნებ, 2014 წელს ბაქოში ქალების პარალელურად მამაკაცთა ტურნირიც ჩატარდება”, - ასე გამოეხმაურა უიმბლდონის 26 წლის შოტლანდიელი ჩემპიონი ბაქოში გამართულ ასპარეზობას.

თეგებიენდი მარეი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094703