უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა ენდი მარეიმ დოჰას Qatar ExxonMobil Open-ზე დამაჯერებელი სტარტი აიღო. 26 წლის ბრიტანელმა რეიტინგსიის 2129-ე ნომერ ყატარელ მუსა შანან ზაიედს 6:0, 6:0 მოუგო. მომდევნო წრეში მარეი გერმანელ ფლორიან მაიერისა და პოლონელი მიხალ პშისეჟნის შორის წარმატებულს შეხვდება.
“კარგი იქნებოდა ავსტრალიის ღია პირველობის წინ 7-8 მატჩი ჩამეტარებინა. სათამაშო პრაქტიკა მჭირდება, სხვაგვარად ვერ გავიგებ, შევძელი თუ არა ოპერაციის შემდეგ სპორტული ფორმის აღდგენა. ჯერჯერობით არაფერი მაწუხებს და იმედია, სამომავლოდაც ტკივილი თავს არ შემახსენებს. მოსამზადებელ პერიოდში ბრწყინვალედ იმუშავა მთელმა ჩემმა გუნდმა”, - განაცხადა მარეიმ.