ჩოგბურთი

8:46 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარეი უილიამსს – ვითამაშოთ სერენა?

სერენა თანახმაა, ოღონდ პირობას აყენებს

 მამაკაცთა შორის რეიტინგსიის მეორე ნომერმა ენდი მარეიმ ქალთა კლასიფიკაციის უპირობო ლიდერ სერენა უილიამსთან კორტზე გაჯიბრების სურვილი გამოთქვა. “სიამოვნებით ჩავატარებდი სერენასთან საგამოფენო მატჩს. მასთან ერთად არასდროს მივარჯიშია, მაგრამ უილიამს-უმცროსი უზადო მოთამაშეა და ჩემთვის საინტერესოა ასეთი დონის ჩოგბურთელთან გაჯიბრება, მიუხედავად იმისა, სერენა ქალბატონი რომაა. მითუმეტეს, წარსულში საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ერთმანეთს უკვე შეხვედრილან – გავიხსენოთ ჯიმი კონორსისა და მარტინა ნავრატილოვას პაექრობა. ასე რომ, კარგი იქნებოდა, თუკი მე და სერენა ერთმანეთს თუნდაც ლას ვეგასის კორტზე შევხვდებოდით”.

ენდის წინადადებას სერენა ოპერატიულად გამოეხმაურა და შოტლანდიელის იდეა პრინციპში მოიწონა, ოღონდ მარეისთან შეხვედრის თავისი პირობა წამოაყენა: “ბრიტანელს ჩემთან თამაში ნამდვილად სურს? არ ვარ დარწმუნებული, რომ ენდისთან პაექრობისას თუნდაც ერთ გეიმს მოვიგებ, მაგრამ ვფიქრობ, მაყურებლისთვის საინტერესო სანახაობა გამოგვივა. გითხრათ სიმართლე, მარეის სტილისა და დონის ჩოგბურთელთან დაპირისპირებას არ ვისურვებდი, მაგრამ მის წინადადებას დავთანხმდები მხოლოდ ჩემი პირობებით – ჩემთვის მოწოდების ზონა უნდა გაფართოვდეს და ენდის მხარეს აუტი წყვილთა თანრიგის მატჩისთვის განკუთვნილ არეალში ბურთის ჩავარდნისას არ უნდა დაფიქსირდეს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101256