ჩოგბურთი

12:26 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარეი რეკორდსმენი lucky loser-ის წინააღმდეგ

 უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ენდი მარეი კარიერის განმავლობაში მერვედ შეხვდა ესპანელ ფელისიანო ლოპესს და მერვედ მოახერხა მისი ძლევა. შოტლანდიელმა ამჯერად 7:6, 6:4, 6:2 დაამარცხა პირენელი და ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში ფრანგ სტეფან რობერს დაუპირისპირდება.

რობერი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ისტორიაში პირველი lucky loser გახდა, რომელმაც მეოთხე ეტაპზე გასვლა მოახერხა.სტეფანმა კვალიფიკაციის ფინალში გერმანელ მიხაელ ბარერთან წააგო, მაგრამ ნიკოლას ალმაგროს, ფილიპ კოლშრაიბერის და იურგენ მელცერის უარის გამო სტეფანი ძირითად ბადეში დაუშვეს და ისტორიული შედეგიც აჩვენა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მესამე წრეში რობერის მეტოქე ასევე lucky loser, სლოვაკი მარტინ კლიჟანი იყო. თუკი ეს უკანასკნელი იმარჯვებდა, ფრანგის ნაცვლად სარეკორდო შედეგი კლიჟანს ექნებოდა.

0.114385