ჩოგბურთი

23:07 | 25.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარეი და ჯოკოვიჩი - მესამე წრეში განსხვავებული მატჩებით

 უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა ენდი მარეიმ მეორე წრის ბარიერი მეტად იოლად დაძლია. 27 წლის შოტლანდიელმ მხოლოდ 2 გეიმი დათმო 23 წლის სლოვენიელ ბლაჟ როლასთან 6:1, 6:1, 6:0 და მესამე სტადიაზე ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება, რომელმაც კარიერის განმავლობაში უიმბლდონზე პირველად მოახერხა 2 ეტაპის გადალახვა.

რეიტინგში 92-ე პოზიციაზე მყოფი ბალკანელის დამარცხებას ბრიტანელმა საათი და 24 წუთი მოანდომა, ნამატჩევს კი მარეიმ შემდეგი განაცხადა: “დღეს ძალიან კარგად ვითამაშე. ჩემმა მეტოქემ ახლახან დაასრულა კოლეჯში სწავლა და წლეულს პირველად ითამაშა ბალახისსაფარიან კორტზე. დარწმუნებული ვარ, როლა თანდათან მოუმატებს. მე კი გულიანად ვითამაშე და არცკი ვაქცევდი ყურადღებას, ვინ იყო ბადის საპირისპირო მხარეს”.

წლევანდელ უიმბლდონზე პირველ ნომრად განთესილმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოთხსეტიანი პაექრობის შედეგად მოიპოვა მესამე წრეში გამოსვლის უფლება. 27 წლის ბელგრადელმა 8 წლით უფრო ჩეხ რადეკ შტეპანეკს 6:4, 6:3, 6:7, 7:6 მოუგო და მომდევნო ოპონენტად ფრანგი ჟილ სიმონი ეყოლება.

ჯოკოვიჩმა შტეპანეკს საწყისი 2 სეტი დამაჯერებლად მოუგო, მომდევნო 2 პარტიის ბედი კი ტაიბრეიკებმა გადაწყვიტა. პირველი ჩეხმა მოიგო, მეორე – სერბმა და “ნოლე” მესამე ეტაპზე გავიდა. მატჩი 3 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა, ნოვაკის ანგარიშზე კი 18 ეისია. ჯოკოვიჩისა და შტეპანეკის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 11:1 გახდა.

0.144433