ჩოგბურთი

22:52 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარეი ბალტაჩას გვერდით დგომას ჰპირდება

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ბრიტანელ ჩოგბურთელ ელენა ბალტაჩას ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამ ამბავმა საჩოგბურთო სამყარო დაამწუხრა, 30 წლის თანამემამულეს გვერდით დგომას ენდი მარეიც ჰპირდება.

“ეს საშინელი ამბავი დედისგან შევიტყე, რომელმაც ელენა ჰოსპიტალში მოინახულა. ბალტაჩას ავადმყოფობამ შოკში ჩამაგდო. მას დიდი ხანია ვიცნობ. ელენამ ჩოგბურთს თავი გაანება, გათხოვდა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას ელოდა. ამგვარ ბედს ბალტაჩა არ იმსახურებდა”, - ამბობს მარეი და დასძენს, რომ ელენა მორალურად არ გამტყდარა და უკეთესი მომავლის იმედით ცხოვრობს.

ელენა ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელის სერგეი ბალტაჩას ქალიშვილია. იგი კიევში დაიბადა, მაგრამ მალე შოტლანდიაში გადასახლდა, სადაც მამა იქაური გუნდების ღირსებას იცავდა. საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ელენა ბალტაჩამ მილიონ 200000 დოლარი გამოიმუშავა.

 

0.129232