ჭადრაკი

16:25 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარცხიანი სტარტი მოსკოვში

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდიანარეობს იუნიორ მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი დვორკოვიჩის თასზე. შეჯიბრში სულ 8 გუნდი ჩაება და მათ შორის ქართული ოთხეულიც იმყოფება გიორგი სიბაშვილის (2186), ნიკოლოზ ქუმსიაშვილის (2142), ნიკა ღვამბერიას (2047) და მარიამ ჭოლაძის (1932) შემადგენლობით.

ქართველმა მოჭადრაკეებმა უკვე 2 ტურის პარტიების მოილიეს და ორივეში ერთნაირი ანგარიშით – 0.5:3.5 დამარცხდნენ, თავდაპირველად დვორკოვიჩის გუნდთან, შემდეგ კი ჩინეთთან. პირველ შემთხვევაში, ნახევარი ქულის აღება ქუმსიაშვილმა მოახერხა, მეორეში კი – სიბაშვილმა.

ტურნირი 7 ტურად მიმდინარეობს, ქართველთა მომდევნო მეტოქე კი უკრაინა იქნება, რომელსაც ორივე გასული შეხვედრა მოგებული აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

0.150866