კალათბურთი

0:49 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი სტამბულურ დერბიში

მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” სტამბულურ დერბიში “ბეშიქთაშს” პირველი ტაიმის შემდეგ 12 ქულის სხვაობით ამარცხებდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში 70:72 წააგო.

ქართველი მცველი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 31 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი. 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

მარკოიშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 1 შეცდომა დაუშვა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

“გალათასარაის” სერბმა ფორვარდმა ზორან ერცეგმა 8-დან 6 სამქულიანი გამოიყენა და 22 ქულა ჩააგდო, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი “ბეშიქთაშის” ამერიკელი მცველი კრის ლოფტონი გახდა, რომელმაც 24 ქულა მოაგროვა.

16 მაისს, სერიის მე-2 მატჩში, “გალათასარაი” “ბეშიქთაშს” უკვე სტუმრად გაეჯიბრება.

0.113934