ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკის წყვილმა ჩინეთის ქალაქ შენჟენის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 500 ათასი დოლარი) თამაში მეოთხედფინალში დაასრულა.
მე-3 ნომრად განთესილმა ქართულ-უკრაინულმა დუეტმა პირველ რაუნდში მასპინძელთა წყვილს აჯობა, მერვედფინალში კი კიდევ ერთ ჩინურ ტანდემთან (იაფან ვანგი-ჟი ჟენგი) 6:2, 3:6, 7:10 დამარცხდა.
კალაშნიკოვამ და ბურიაჩოკმა ჩინეთში 60-60 ქულა გამოიმუშავეს.