ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე პაულ კერესის სახელობის მემორიალის მე-7 ტურში აკაკი შალამბერიძე (2372) თეთრი ფიგურებით ვასილი იემელინს (რუსეთი, 2558) დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა. შედეგად, ქართველმა მოჭადრაკემ 4.5 ქულით მე-14 ადგილზე გადაინაცვლა.
თავის მხრივ, გამარჯვება იზეიმა ვარლამ ვეფხვიშვილმა (2185). მან თეთრებით ჰენრიკ ჰაავამაეს (ესტონეთი, 2107) სძლია და 4.0 ქულით 28-ე საფეხურს უწია.
ბოლოსწინა მე-8 ტურში შალამბერიძე შავი ფიგურებით ალოიზას კვეინისს (ლიტვა, 2540) ეთამაშება, ხოლო ვეფხვიშვილი შავებითვე იან მერტანენს (ფინეთი, 2334) გაეჯიბრება.
ამ დროისთვის, ტალინური ტურნირის ლიდერი ალექსანდრ დანინი (რუსეთი, 2602) გახლავთ, რომლის აქტივშიც 6.0 ქულაა.