ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ოთარ მარცვალაძე კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს.
როგორც “მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, მარცვალაძე ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება.
მიმდინარე სეზონი, მან ვლადიკავკაზის “ალანიაში” დაიწყო, მაგრამ ჩრდილოეთ ოსეთის კლუბი უფინანსობის გამო, რუსეთის პირველ დივიზიონში გათამაშებიდან მოიხსნა და 29 წლის ფორვარდს ახალი გუნდის ძებნა მოუწია.
თავდაპირველად, ის თურქეთში შეკრებაზე მყოფ გორის “დილას” შეუერთდა. თუმცა, ბოლო ვარჯიშის შემდეგ, გუნდს აღარ დალოდებია და საქართველოში მარტო გადმოფრინდა. სავარაუდოდ, მარცვალაძის ტრანსფერს “დინამო” უახლოს ხანში გაახმაურებს.