ფეხბურთი

21:52 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცვალაძე – ჯერ გაურკვევლობაა

ოთარ მარცვალაძე თბილისშია და ჯერჯერობით, წინადადებებს ელის. თბილისის “დინამოდან” წასვლის შემდეგ, მარცვალაძის რუსეთის ნაციონალლიგაში (პირველ ლიგაში) მოასპარეზე “ტოსნოში” გადასვლაზე იყო საუბარი, თუმცა ეს ჯერ ვერ ხერხდება.

“თბილისში ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, დავრბივარ და ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო. “ტოსნოში” გადასვლა კი ჯერ გარკვეული პრობლემების გამო ვერ ხერხდება. სხვა ვარიანტები არც მაქვს” – უთხრა მარცვალაძემ “მსოფლიო სპორტს”.

 

0.122341