მადრიდის “რეალმა” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან ახალი კონტრაქტის პირობები შეათანხმა. Marca-ს ცნობით, პორტუგალიელი “სამეფო კლუბის” ღირსებას 2017-2018 წლების სეზონის ბოლომდე დაიცავს.
ახალი კონტრაქტის ძალით, რონალდუს წლიური ანაზღაურება 17 მილიონი ევრო იქნება.
ჯერჯერობით, “რეალი” ამ ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებს. ესპანური პრესის ვარაუდით, ოფიციალური განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც მადრიდელები ლონდონის “ტოტენჰემისგან” გარეტ ბეილს შეიძენენ.