ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” 24 წლის ნახევარმცველს, ასიერ ილიარამენდის სასტარტო შემადგენლობაში ფეხის მოკიდების შანსი აქვს.
ილიარამენდი “სოსიედადიდან” “რეალში” 2013 წლის ზაფხულში, 30 მილიონ ევროდ გადავიდა. ბასკმა ფეხბურთელმა მასზე დამყარებული იმედების გამართლება, ჯერჯერობით, ვერ მოახერხა.
Marca-ს ცნობით, ჩაბი ალონსოს "ბაიერნში" გადასვლისა და სამი ხედირას ხანგრძლივი დროით გამოკლების შემდეგ, კარლო ანჩელოტი აპირებს ილიარამენდის ნდობა გამოუცხადოს.