ფეხბურთი

19:13 | 30.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას შვილმა სერხიო აგუერო გალანძღა

დიეგო მარადონა რომ გადარეული და ჭკუანაღრძობი კაცი იყო კი ვიცოდით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მთლად ჭკუადამჯდარი და ბუნჩულა არც მისი ქალიშვილი, ჯანინა მარადონა ყოფილა. სკანდალურმა მამა-შვილმა მუნდიალზე არგენტინის ნაკრების თამაშებს ერთად უყურეს და ახალი სკანდალიც აქედან დაიწყო.

როგორც იცით, ჯანინა, არგენტინის ნაკრების ფორვარდის, სერხიო აგუეროს ნაცოლარია და უკვე ორი წელია, სერხიოსა და მისი გზები გაიყარა, თუმცა საერთო შვილი ყავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ აგუერო მარადონების ოჯახს ვერასოდეს ჩამოშორდება.

არგენტინის უკანასკნელი თამაშის შემდეგ, ყოფილი ქმრის უხეირო თამაშით გაბრაზებულმა მარადონას ქალიშვილმა არც აცია, არც აცხელა და თავის ყოფილ ქმარს “ფეისბუქის” სტატუსის მეშვეობით განავალი და იმპოტენტი უწოდა. აგუეროს ამ გამოხდომაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ მის გულში რა ბალღამი იტრიალებს – ადვილი წარმოსადგენია... 

0.145653