ფეხბურთი

20:47 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ჩხუბის მიზეზი აგუერო ყოფილა

ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკის ბარში იჩხუბა და მიზეზი მისი ყოფილი სიძე, სერხიო აგუერო ყოფილა. როგორც ესპანური პრესა წერს, მარადონა ნასვამ მდგომარეობაში მივარდა ერთ-ერთ პირს, რომელიც აგუეროს სახელს ყვიროდა. ამასთან, დიეგო აგუეროს მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს ისროდა. საინტერესოა, რომ პოლიციისთვის არავის დაურეკავს.

როგორც იცით, აგუერო 5 წლის განმავლობაში იყო მარადონას შვილის, ჯანინას მეუღლე. მათ ვაჟიც ჰყავთ – ბენხამინი.

ილია კახელიშვილი

0.115041