ფეხბურთი

10:17 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: "ნარკოტიკი რომ არა, მერე ნახავდით..."

აქ რა ქნა და იქ რას იზამდაო, ასე გამოუვიდა ლეგენდარულ არგენტინელ დიეგო მარადონას. მან განაცხადა, რომ ნარკოტიკის მოხმარებამ დაღი დაასვა მის კარიერას როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში.

"53 წლის ვარ, მაგრამ 78 წლისას ვგავარ. ისე მეჩვენება, თითქოს უკვე ღრმად მოხუცი ვარ. ფეხბურთში კი ჩემი ავადმყოფობით უპირატესობას ვაძლევდი მეტოქეებს. იცით, რა ფეხბურთელი ვიქნებოდი, ნარკოტიები რომ არ მიმეღო? უბრალოდ, წარმოუდგენელი დონის" – უთხრა მარადონამ არგენტინულ “ოლე”-ს.

ილია კახელიშვილი

0.117155