ჭიდაობა

15:44 | 18.09.2013 | ნანახია 1978 - ჯერ

მაქარაშვილმა მოგებით დაიწყო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა იაკობ მაქარაშვილმა ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო.

74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქარველმა კანადელ ევან ჯეიმს მაკდონალდს 8:5 სძლია და მეთექვსმეტედფინალში გავიდა, სადაც ირანელ ეზატოლაჰ აბას აკბარიზარინკოლაეის დაეჭიდება. ამ უკანასკნელმა პირველ წრეში მოლდოველი ალექსანდრუ ბურკა აშკარა უპირატესობით დაამარცხა (10:2).


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.067624
1978