ჭიდაობა

13:32 | 18.09.2013 | ნანახია 1777 - ჯერ

მაქარაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს კანადელთან შეხვედრით გახსნის

 

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედლების ბოლო – მეშვიდე კომპლექტი დღეს გათამაშდება. ხალიჩა 74 კილოგრამ წონით კატეგორიას დაეთმობა. საქართველოს სახელით კი ამ წონაში იაკობ მაქარაშვილი იჭიდავებს. წონის ლიდერ დავით ხუციშვილის არყოფნაში შიდა კონკურენციაში ყველას სწორედ მაქარაშვილმა აჯობა – საქართველოს თასზე იმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს დებიუტი ექნება.

74 კილოგრამში სულ 39 სპორტსმენი აიწონა. იაკობ მაქარაშვილს წილისყრამ 37-ე ნომერი არგუნა და იმ 25-კაციანი სიის მიღმა დარჩა, შეჯიბრებაში მეორე წრიდან რომ ჩაერთვებიან.

ქართველი მოჭიდავე ჩემპიონატს კანადელ ევან ჯეიმს მაკდონალდთან შეხვედრით გახსნის. თუ მოიგებს, მეთექვსმეტედფინალში მოლდოველი ალექსანდრუ ბურკასა და ირანელი ეზატოლაჰ აბას აკბარიზარინკოლაეის წყვილიდან გასულს დაეჭიდება. სატურნირო ბადეში მაქარაშვილის მხარესაა უკრაინის სახელით მოჭიდავე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გია ჩიხლაძე. მათი გზები ერთმანეთს მეოთხედფინალში კვეთს. ხოლო ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში სავარაუდო მეტოქეთაგან გამოსარჩევია ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი უნგრელი გაბორ ჰატოში.

ბადის მეორე მხარეს მოახვედრა წილისყრამ რუსი, ბულგარელი, აზერბაიჯანელი და უზბეკი მოჭიდავეები. ასევე ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი – ოლიმპიური და მსოფლიოს ამერიკელი მოქმედი ჩემპიონი ჯორდან ერნესტ ბაროუზი.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 15 საათიდან დაიწყება.

 


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:24 | 18.09.2013
tiko (6769)

ეკბარიზალინკოლაევია გვარად

15:41 | 18.09.2013
shtilike (379)

აკბარიზარინკოლაეია ოფიციალური გვარი,მაგრამ ეგრე არავინ ეძახის, აკბარის ეძახის ყველა

16:17 | 18.09.2013
emigranti77 (33455)

ეს ახალია ხო ვიღაც, ის მაგარი ვინ ყავდათ მსოლფიო და ევრპის პრიზიორი არარის ხო ის?

16:59 | 18.09.2013
shtilike (379)

ხო ტახმასი...რაღაც შარში გაეხვა როგორც ვიცი..

15:24 | 18.09.2013
tiko (6769)

და სავარაუდოდ ამ ირანელს ვხვდებით

15:23 | 18.09.2013
tiko (6769)

მაგრად ჭიდაობს ეს ირანელი

15:22 | 18.09.2013
tiko (6769)

ნუ თუ გაიმარჯვა კიდე სერიოზული მეტოქეები გველის წინ

15:19 | 18.09.2013
MEGRELI777 (707)

დღეს იმედია გაგვახარებს ეს ჭაბუკი.
და თუ იცით ბერ-რომაულში ოქროს შანსი გვააქ?

15:19 | 18.09.2013
tiko (6769)

ეგ როდის დაწყო ?

15:21 | 18.09.2013
gia610 (369)

ზეგ იწყება

15:22 | 18.09.2013
tiko (6769)

თუ იჭიდავეს ოქროს შანსი კი გვაქვს

15:20 | 18.09.2013
MEGRELI777 (707)

19 რო იწყება

15:23 | 18.09.2013
MEGRELI777 (707)

ხო და რამე შანსი არის თუ იცით ბიჭები როგორ ფორმაშია არიან

15:18 | 18.09.2013
tiko (6769)

გაგვახარე დღეს მიდი

15:18 | 18.09.2013
El cHiNo (152)

მარტო ესღა დარჩა?

15:18 | 18.09.2013
tiko (6769)

სამწუხაროდ კი

15:16 | 18.09.2013
tiko (6769)

მოიგო

14:17 | 18.09.2013
Kala94 (6114)

წარმატებები იაკობ !

0.122618