პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პაულუ სოუზა თელ-ავივის “მაქაბის” მთავარი მწვრთნელი გახდა. ინფორმაცია უეფას პრესსამსახურმა გაავრცელა. გასული ერთი წლის განმავლობაში ებრაულ კლუბს სათავეში ოსკარ გარსია ედგა. მისი ხელმძღვანელობით “მაქაბი” ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა, მაგრამ გარსიამ გუნდის ხელმძღვანელობამ და მწვრთნელმა კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ ისურვეს.
პაულუ სოუზა “მაქაბიში” გადასვლამდე “ქუინზ პარკ რეინჯერსს”, “სუონსი სიტის” და “ლესტერ სიტის” წვრთნიდა.