ფეხბურთი

22:02 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანოლო სანჩისი: “რამოსი “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებს”

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი მანოლო სანჩისი მიიჩნევს, რომ მადრიდელთა ამჟამინდელ უკანახაზელს, სერხიო რამოსს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ბრძოლა შეუძლია.

“დიდი ხანია ვამბობ, რომ რამოსი მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური მცველია. ეს მიუხედავად იმისა, რომ კიდევ არაერთი შესანიშნავი ცენტრალური მცველი არსებობს.

ბოლოდროინდელი პროგრესით, რამოსმა “ოქროს ბურთზე” განაცხადი გააკეთა. ის ფაქტი, რომ ის მცველია, ჩემის აზრით, მხოლოდ და მხოლოდ პლიუსია.” – აცხადებს მანოლო სანჩისი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112018