ფეხბურთი

19:27 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩს კარიერის დასრულება "ბაიერნში" სურს

 

 მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური თავდამსხმელის მარიო მანჯუკიჩის განცხადებით, იგი კლუბის დატოვებას არ აპირებს და მოხარული იქნება, თუკი კარიერას "ბაიერნში" დაასრულებს.

27 წლის ხორვატ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, კარიერას "ბაიერნში" დავასრულებდი. გუნდი, მწვრთნელი, ხელმძღვანელობა _ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი" _ განუცხადა მარიომ La Gazzetta dello Sport-ს.

მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში ცსკა 3:0 დაამარცხეს და მანჯუკიჩსაც წარმატებული გზის გაგრძელება სურს.

"ძლიერ გუნდად ჩამოვყალიბდით, ფოკუსირებული ვართ და დიდებული მწვრთნელი გვყავს. გვინდა ამ სეზონში კვლავ ყველაფერი მოვიგოთ და გავხდეთ პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულს დაიცავს".

გიორგი ბალახაძე

0.115081