ფეხბურთი

11:39 | 3.01.2014 | ნანახია NaN - ჯერ

მანჯუკიჩი “იუვენტუსს” გამორიცხავს

მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი ტურინის “იუვენტუსში” გადაბარგებას არ გეგმავს. ამის შესახებ ხორვატის აგენტმა ივან ცვეტკოვიჩმა განუცხადა იტალიურ მედიას.

“მანჯუკიჩი 100%-ით “ბაიერნზეა” კონცენტრირებული და ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება სურს. გვარდიოლას მარიოზე კარგი წარმოდგენა აქვს, რაც სეზონის პირველ ნახევარშიც ნათლად ისახება. ხაზგასმით ვამბობ: მანჯუკიჩს “ბაიერნთან” კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს და “იუვენტუსში” გადასვლას არ გეგმავს”, - განაცხადა თავდამსხმელის აგენტმა.

ხმები მანჯუკიჩის “იუვენტუსში” გადასვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ გავრცელდა, რაც “დორტმუნდის” ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ სეზონის ბოლოს “ბაიერნში” გადასვლა გადაწყვიტა.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.073336