ფეხბურთი

11:52 | 30.06.2014 | ნანახია 829 - ჯერ

მანჯუკიჩი “ინტერსაც” სურს

მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდის – მარიო მანჯუკიჩის შესაძენად მილანის “ინტერიც” იბრძოლებს. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება.

ხორვატიის ნაკრების მეგოლეს მსურველები მრავლად ჰყავს – მისი შეძენა ლონდონის “არსენალს”, “მილანს”, მადრიდის “რეალსა” და “ვოლფსბურგს” სურთ. ამგვარად, “ინტერს” “ბაიერნის” თავდამსხმელის დასაყოლიებლად დიდი ბრძოლა მოუწევს.

ცნობისათვის, მანჯუკიჩმა გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი მიითვალა.

 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:22 | 30.06.2014
დიტო (14812)

ამაზე არ თქვეს ვოლფსბურგში გადავიდაო

12:36 | 30.06.2014
ბაიერნელი (1283)

შეიძლება ვოლფსბურგში დაბრუნდესო. ჯერ არსად გადადულა . თვითონ გერმანიაში დარჩენა უნდა და 80% ვოლფსბურგში გადავა

12:13 | 30.06.2014
BEERTRANCE (97819)

გაუშვებენ ბაიერნიდან ამას.

0.11311