ფეხბურთი

12:52 | 9.07.2014 | ნანახია 1090 - ჯერ

მანჯუკიჩი “ატლეტიკოში” გადადის

დიდი ალბათობით, მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” განაგრძობს. “მარკას” ცნობით, ხორვატი თითქმის უკვე დიეგო სიმეონეს გუნდშია.

თავდამსხმელის სანაცვლოდ, გერმანელები დაახლოებით 20 მილიონ ევროს მიიღებენ. მადრიდელები მანჯუკიჩს ლონდონის “ჩელსიში” გადასული დიეგო კოსტას შემცვლელად განიხილავენ.

ცნობისათვის, მანჯუკიჩს “ბაიერნის” მაისურით 88 მატჩი ჩაუტარებია და 48 გოლი გაუტანია.

 


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:22 | 09.07.2014
Madrileño (26972)

მშვენიერი შენაძენია ატლესთვის

14:57 | 09.07.2014
emigranti77 (33455)

კოსტაზე მეტი სტაბილური იგორკია კოსტამ ერთი სეზონი გაიბრწყინა ეს კიდე სტბილურად მეტნაკლებად ყოველ სეზონში გაქვს გოლები

14:57 | 09.07.2014
emigranti77 (33455)

ჩემიაზრით კოშტაზე ამგაარ სეზონს ცაატარებს ატლეში

14:27 | 09.07.2014
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მე პირიქით მგონია

12:57 | 09.07.2014
arturi-baierni (24493)

არამგონია ამან კოშტა იდიალურად შეცვალოს

0.15779