მადრიდის “ატლეტიკო” მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდის – მარიო მანჯუკიჩის შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ მადრიდული გამოცემა “მარკა” იუწყება.
მადრიდელებს “მანჩესტერ სიტისგან” ალვარო ნეგრედოს შეძენა სურდათ, მაგრამ “ქალაქელებმა” 30 მილიონი ევრო მოითხოვეს და ტრანსფერი არ შედგა. მიუნხენელები მანჯუკიჩს 18 მილიონ ევროდ აფასებენ და “ატლეტიკოს” ამ თანხის გადახდა ძალუძს. მადრიდელები ხორვატს ლონდონის “ჩელსიში” გადასული დიეგო კოსტას შემცვლელად განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოს” გარდა, მანჯუკიჩის შეძენა “ვოლფსბურგს”, “მანჩესტერს”, “არსენალსა” და “ინტერს” სურთ.