ვერის ბაღში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა 71-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტური ყველაზე დაძაბული გამოდგა. სპორტსმენებმა ბოლომდე იბრძოლეს და ერთი ყაიმიც კი არ დაფიქსირებულა. სუირპრიზი შემოგვთავაზა ასპარეზობის ერთ-ერთმა ახალგაზრდა მონაწილემ ანა კუჭავამ, რომელმაც შავებით ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ნინო ბაციაშვილი დაამარცხა. ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა ლელა ჯავახიშვილმა, რომელმაც ამჯერად, შავებით, ნანი უნაფქოშვილს მოუგო. წააგო მეორე ადგილზე მყოფმა სოფიკო გურამიშვილმა, რომელიც მის სეხნია გვეტაძესთან დამარცხდა.
მეოთხე ტურის ტექნიკური შედეგები
მერი არაბიძე - ბელა ხოტენაშვილი 0:1
ნანი უნაფქოშვილი - ლელა ჯავახიშვილი 0:1
ნინო ბაციაშვილი - ანა კუჭავა 0:1
ნინო ხომერიკი - სოფიო ნიკოლაძე 1:0
ნინო ხურციძე - ინგა ხურცილავა 1:0
სოფო გვეტაძე - სოფო გურამიშვილი 1:0
სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ
ჯავახიშვილი - 4 ქულა
ხოტენაშვილი, ხურციძე - 2-2
გურამიშვილი - 2.5
არაბიძე, გვეტაძე, კუჭავა - 2-2
ხომერიკი - 1.5
უნაფქოშვილი, ბაციაშვილი, ნიკოლაძე, ხურცილავა - 1-1