“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი არ უარყოფს, რომ იგი “ქალაქელთა” სატრანსფერო საქმიანობით უკმაყოფილოა. იტალიელი სპეციალისტი ასევე ადასტურებს, რომ მას ურუგვაელი თავდამსხმელების, ედინსონ კავანისა და ლუის სუარესის თამაში მოსწონს.
“მთავარი მიზეზი იმისა, რომ “მანჩესტერს” ჩამოვრჩებით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არასწორი მუშაობაა.
ძალიან მომწონს კავანის თამაში, მაგრამ ეს ფეხბურთელი მთელს მსოფლიოს სურს. არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს. ედინსონი 26 წლისაა, მას დიდი გამოცდილება აქვს და მისთვის პრერმიერლიგაში თამაში პრობლემა არ უნდა იყოს.
რაც შეეხება სუარესს, ის უმაღლესი დონის გუნდში თამაშობს. მაგრამ ვიმეორებ – ყველაფერი შესაძლებელია.” – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Guardian-ი.