ფეხბურთი

21:04 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინის ჩინეთის ნაკრების ჩაბარებას უწინასწარმეტყველებენ

48 წლის იტალიელი სპეციალისტის, რობერტო მანჩინის სახელი ჩინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუკავშირეს.

მანჩინი უმუშევრად მას შემდეგაა, რაც ის, გასული სეზონის მიწურულს, “მანჩესტერ სიტიდან” დაითხოვეს. პარალელურად, ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციაში გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსე ანტონიო კამაჩოს მუშაობით უკმაყოფილონი არიან და თუ Football Italia-ს დავუჯერებთ, აზილები ესპანელის შემცვლელად სწორედ იტალიელს მოიზარებენ.

თავად მანჩინი რომელიმე ეროვნული ნაკრების ჩაბარებას არ გამორიცხავს: “მზად ვარ მოლაპარაკებები ვაწარმოო ინგლისის, იტალიისა და საფრანგეთის კლუბებთან, ასევე ეროვნულ ფედერაციებთან.”

თეგებიმანჩინი
0.119312