სტამბოლის “გალათასარაის” ყოფილმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შეიძლება მუშაობა პრემიერლიგაში გააგრძელოს. Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტის გადაბირებით “საუთჰემპტონის” ხელმძღვანელობა დაინტერესდა და უკვე მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესიც დაიწყო.
შეგახსენებთ, “საუთჰემპტონს” ბოლოს სათავეში მაურისიო პოჩეტინო ედგა, რომელმაც პრემიერლიგის გასული სეზონის დასრულების შემდეგ “ტოტენჰემს” მიაშურა.