სტამბულის “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნილი რობერტო მანჩინი იტალიის ეროვნული ნაკრების გასაწვრთნელად მზადაა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
მანჩინი თავდაპირველად უარზე იყო, მაგრამ როგორც ირკვევა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციას თანხმობა მაინც შეუთვალა. 49 წლის იტალიელს ეროვნულ ნაკრებში არასდროს უმუშავია და “სკუადრა აძურა” მისი პირველი სანაკრებო გამოცდა იქნება.
ცნობისათვის, მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობაში 2001 წლიდანაა ჩართული.