“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ იტალიურ Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს.
“ვფიქრობ, სამწელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ, კლუბისგან მეტ პატივისცემას ვიმსახურებდი. ჩემამდე გუნდს 40 წლის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონობა არ მოეგო. ასევე მოვიპოვეთ ასოციაციის თასი და სუპერთასი (Community Shield). ხოლო შარშან, უარეს სეზონში პრემიერლიგაში, მეორე ადგილი დავიკავეთ და თასის ფინალში დავმარცხდით. დღემდე ვერ გამიგია, რატომ გამათავისუფლეს. ისინი ითხოვდნენ სამი წლის განმავლობაში მომეგო ტიტული - მე ორ სეზონში მოვიგე. მაგრამ, მფლობელ მანსურზე და თავმჯდომარე ჰალდონ ალ მუბარაქზე ნაწყენი არ ვარ. ისინი დიდებული მენეჯერები არიან და მათი ყოველთვის მადლობელი ვიქნები. ამას ვერ ვიტყვი მენეჯერ სორიანოზე, რომლისთვისაც აბსოლუტურად უცხო ვიყავი”.