ფეხბურთი

18:54 | 28.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: “რომა”? რატომაც არა”

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინი, რომელიც “ლაციოში” ჯერ თამაშობდა, შემდეგ კი ამ გუნდს წვრთნიდა, აცხადებს, რომ ის “რომას” ჩაბარების წინააღმდეგი არაა.

“ვიმუშავებდი თუ არა “რომაში”? რატომაც არა. პროფესიონალი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი გუნდის გაწვრთნაზე ვარ თანახმა. არაფერი უნდა გამოვრიცხოთ. თუმცა, ჯერჯერობით, იტალიაში დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.” – ციტირებს “სიტის” ყოფილი მწვრთნელის სიტყვებს შკყ Iტალია.

მანჩინი “რომას” პრინციპული მეტოქის, “ლაციოს” რიგებში 1997-2001 წლებში თამაშობდა, ხოლო 2002-04 წლებში ის ამ გუნდს წვრთნიდა.

0.111752