„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი გუნდის ნახევარმცველ სამირ ნასრის თამაშით იმედგაცრუებულია. სპეციალისტის აზრით, ფეხბურთელი თავისი პოტენციალის გამოვლენას ვერაფრით ახერხებს.
„ნასრი რომ ტალანტია, ამაში არც მე და ალბათ არავის ეჭვი არ ეპარება, მაგრამ მისი თამაში რეალურ შესაძლებლობებს აშკარად ვერ წვდება. მან ვერ გაიგო, რომ პროგრესისთვის თამაშიდან თამაშამდე დაუღალავად უნდა იშრომოს. სამირ ნასრი მსოფლიოს დონის ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა“ - ციტირებს რობერტო მანჩინის სიტყვებს ESPN.