49 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, რობერტო მანჩინიმ, შესაძლოა, “ნაპოლი” ჩაიბაროს. ამ ინფორმაციას აპენინური სპორტული გამოცემები ავრცელებენ.
“ნაპოლიმ”, სერია A-ს სამ ტურში, მხოლოდ 3 ქულა მოაგროვა. ამას ისიც დაემატა, რომ ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩნენ. იტალიური პრესის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის მუშაობით უკმაყოფილოა და ესპანელი სპეციალისტის უახლოეს მომავალში გათავისუფლებას არ გამორიცხავს, მის ნაცვლად კი რობერტო მანჩინის მიწვევას გეგმავს.