თურქული “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი აცხადებს, რომ ის “მილანის” ჩაბარების წინააღმდეგი არაა.
ბოლო დროს, “მილანის” ხელმძღვანელობის მიერ კალრენს ზეედორფის გათავისუფლების საკითხი აქტუალურია. ჰოლანდიელის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად რობერტო მანჩინიც სახელდება.
“მილანი”? არასდროს იცი რა მოხდება მომავალში, რატომაც არა... მწვრთნელი ვარ და ჩემს კარიერაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული.” – აცხადებს 49 წლის იტალიელი სპეციალისტი.