ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ყოფილი თავკაცი რობერტო მანჩინი იტალიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. Sky Italia-სთან საუბარში, იტალიელმა აღნიშნა, რომ დიდ ხანს უქმად ყოფნას არ გეგმავს და სამწვრთნელო საქმიანობას მომდევნო სეზონიდანვე განაახლებს.
“ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ სამშობლოში დავბრუნდე და იქ ვიმუშავო. დრო საკმარისად მაქვს. მიუხედავად ამისა, იტალიური კლუბების ვარიანტებს აუცილებლად განვიხილავ. გარდა ამისა, შესაძლოა, ეროვნული ნაკრებების წინადადებებიც განვიხილო. ახლა, შვებულებით ვტკბები. მიჯრით რამდენიმე წელიწადი ვიმუშავე და ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშ ვიყავი”, - განაცხადა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ მანჩინი “სიტიში” მაურისიო პელეგრინიმ შეცვალა.