“მანჩესტერ სიტის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, რომელიც ამჟამად “გალათასარაის” წვრთნის, მიიჩნევს, რომ “ქალაქელთა” დღევანდელი წარმატება სწორედ მისი დამსახურებაა.
მანუელ პელეგრინის მიერ გაწვრთნილი “სიტი” შესანიშნავ ფორმაშია. ქალაქელებმა პრემიერლიგის ბოლო 7 თამაში მოიგეს.
“მანჩესტერ სიტის” წარმატება ძალიან მახარებს, რადგან ეს გუნდი ჩემი შექმნილია. პელეგრინი მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს ძალიან კარგად ართმევს, მაგრამ რაც დღეს გუნდში ხდება, ამას ჩვენ 3 წლის წინათ ვაკეთებდით. ფეხბურთელები, რომლებსაც გოლები გააქვს, ჩემი მწვრთნელობის დროს ვიყიდეთ. ესენი არიან აგუერო, ჯეკო, იაია ტურე, დავიდ სილვა.
“სიტიში” ჩემი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ გუნდის გულშემატკივრები მიყვარს. ინგლისში მუშაობა შესანიშნავი გამოცდილება იყო.
ბრწყინვალე გუნდი შევქმენი, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა. წინა სეზონში ტიტული მხოლოდ იმის გამო ვერ მოვიგეთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” რობინ ვან პერსი იყიდა.” – აცხადებს რობერტო მანჩინი.
იტალიელი სპეციალისტი “სიტის” 2009-2013 წლებში წვრთნიდა. 2012 წელს, მან გუნდს ინგლისის ჩემპიონატი 1968 წლის შემდეგ პირველად მოაგებინა. გარდა ამისა, მანჩინიმ, “სიტისთან” ერთად, ასოციაციის თასი და ქომუნითი შილდი მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ღვინიაშვილმაც წააგო?
კი სუფთად
მხოლოდ ნაკრებში შეკრებების გავლის შემდეგ შეუძლიათ ჩვენებს ჭიდაობა. საკუთარ მჭვრთნელებთან ვარჯიშების დონე ნოლია. ესენი საქართველოს ჩემპიონატის მერე წაიყვანეს შეჯიბრზე და შედეგიც სახეზეა.
2 იუკოს იგებდა ხახალა და ტატამიდან გაქცევები დაიწყო და მოხსნეს
ყველამ გაასხა
ქარდავას მერე ასეთი უჯიგრო ქართველი ძიუდოისტი პირველად ვნახე
რას მოიგებს სუფთა Nეხვი ყოფილა უჯიგრო ლაჩარი,მამის ხატრიტწაიყვანეს ალბათ
ხახალა მოიგებს