ფეხბურთი

18:04 | 8.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი ბალოტელის დაქორწინებას ურჩევს

იტალიელი მწვრთნელი რობერტო მანჩინი თავის ყოფილ შეგირდზე, მარიო ბალოტელიზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე “სკუადრა აძურას” კრახი 23 წლის თავდამსხმელის ბრალი არაა.

“ბალოტელი კარგი ადამიანია. მას კეთილი გული აქვს და ის ამის გამო მიყვარს. თუმცა, მარიომ უნდა გაიგოს, რომ დრო გადის და მის ასაკში უქმად ყოფნა არ შეიძლება.

ბალოტელი ეროვნული გუნდის ჩავარდნაზე პასუხისმგებელი არაა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ 2 წლის წინ, ევროპის ჩემპიონატის ფინალში სწორედ მან გაგვიყვანა.

მარიო კარგი ბიჭია. მართალია, მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს ყველას მოსდის. ბალოტელიმ უნდა გაიგოს, რომ გამუდმებით და თავაუზოგავად ვარჯიშია საჭირო. მას ამაში დაქორწინება დაეხმარებოდა.” – აცხადებს რობერტო მანჩინი.

0.114253