ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედი” ტურინის “იუვენტუსში” გასხვისებული პოლ პოგბას დაბრუნებას ეცდება. ამის შესახებ The Times-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს მტკიცებით, თავად ფრანგი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნების წინააღმდეგი არაა. “წითელი ეშმაკები” სეზონის ბოლოს გენერალურ წმენდას გეგმავენ და ახალი ფეხბურთელების შესაძენად დიდ თანხასაც გამოყოფენ.
შეგახსენებთ, რომ პოგბას ხილვით პსჟ და მადრიდის “რეალიც” არიან დაინტერესებულნი.