ზამთრის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველის – კოკეს შეძენას შეეცდება. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.
21 წლის ესპანელის გამოსასყიდი თანხა 16 მილიონი გირვანქა სტერლინგია. რამდენადაც ცნობილია, “წითელი ეშმაკები” ამ თანხის გადასახდელად მზად არიან. ამგვარად, ნახევარმცველის “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგება სავსებით რეალურია.
ცნობისათვის, კოკე “ატლეტიკოს” აღზრდილი გახლავთ. ესპანელმა მადრიდელთა მაისურით 83 მატჩი ჩაატარა და 9 გოლის ავტორი გახდა. წლეულს, კოკეს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.