“მანჩესტერ იუნაიტედი” “ნაპოლის” პლეიმეიკერის – მარეკ ჰამშიკის შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ Sport Mediaset-ი იუწყება.
ჯერჯერობით, ნეაპოლელები თავიანთ პოზიციას ღიად არ აფიქსირებენ. საგულისხმოა, რომ “წითელი ეშმაკები” “დორტმუნდის” ნახევარმცველ ილკაი გუნდოგანსაც უმიზნებენ, რომლის სანაცვლოდაც, 25 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადასახდელად მზად არიან.
ცნობისათვის, 26 წლის ჰამშიკი “ნაპოლისი” 2007 წლიდან ასპარეზობს. ნეაპოლელთა რიგებში, სლოვაკმა 277 მატჩი ჩაატარა და 76 გოლი მიითვალა.