ფეხბურთი

14:29 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერს” დეფური სურს

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” პორტუგალიური “პორტუს” ნახევარმცველის – სტივენ დეფურის შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა A Bola-ა იუწყება.

მანჩესტერელთა თავკაცი ალექს ფერგიუსონი ბელგიელ შუახაზელს ვეტერანი პოლ სქოულზის შემცვლელად განიხილავს. სწორედ ამიტომ, ფერგიუსონმა თავისი სკაუტები რამდენჯერმე გაგზავნა პორტუგალიაში დეფურის სანახავად.

სადღეისოდ, “მანჩესტერის” მთავარი პრობლემა სატრანსფერო ფასია. ბელგიელის კონტრაქტის გამოსასყიდი ღირებულება 50 მილიონი დოლარია და ძნელი სათქმელია, რა თანხის სანაცვლოდ დათმობს “პორტუ” ნახევარმცველს.

 

0.125088