"მანჩესტერ იუნაიტედის" ურუგვაელი მარჯვენა მცველი გილერმო ვარელა, 2014/15 წლების სეზონს “სამეფო კლუბის” სარეზერვო გუნდში, "რეალ მადრიდ კასტილიაში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ურუგვაელი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანის ზედამხედველობის ქვეშ ითამაშებს. მოგეხსენებათ, ფრანგი სპეციალისტი "რეალის" სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.
21 წლის ვარელამ, გასული სეზონი მანჩესტერელთა 21-წლამდელთა გუნდში ითამაშა. ურუგვაელმა 18 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გიორგი ბალახაძე