ფეხბურთი

16:00 | 21.06.2014 | ნანახია 874 - ჯერ

“მანჩესტერმა” ვალენსიასთან გაახანგრძლივა

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა და გარემარბი ანტონიო ვალენსია ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ. “სკაი სპორტსის” ცნობით, მხარეებმა 3-წლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.

“მანჩესტერში” გატარებულ დროს ახდენილ ოცნებას ვუწოდებდი. პირველი ეკვადორელი ვარ, ვინც ინგლისის პრემიერლიგა მოიგო და ამით ვამაყობ. ახალი კონტრაქტით ბედნიერი ვარ და ლუის ვან გალთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი. “მანჩესტერში” დიდი გუნდური სულისკვეთება იგრძნობა”, - განაცხადა სამხრეთამერიკელმა.

შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ, ანტონიო ვალენსია ეკვადორის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:16 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

კი ვალენსია გამოადგება მ.უ.-ს.

19:50 | 21.06.2014
Babajuju (2597)

ძალიან კარგია, ვალენსია ნამდვილად დაჭირდება ვან გაალს.

17:20 | 21.06.2014
D.rose (1898)

ვან გაალის მოთხოვნა იქნებოდა ამის დატოვება, მაგის გეგმაში მაგრად ჯდება, მთელი ფლანგის აყვანა და წინ და უკან სირბილი შეუძლია თავისუფლად )

16:25 | 21.06.2014
ჩიჩარიტო (18039)

ლუის ანტონიო ვალენსიააააა. გაასწორა ამ ინფომ

16:29 | 21.06.2014
ბაიერნელი (1283)

როგორახარ ძმა?

17:18 | 21.06.2014
ჩიჩარიტო (18039)

რავი ვარ რა. თავად?

17:37 | 21.06.2014
ბაიერნელი (1283)

კარგად ვარ. ინგლისს მგონი იტალიაც მიყვება ხო?

17:39 | 21.06.2014
ჩიჩარიტო (18039)

არადა პრანდელი და პირლო მეცოდებიან

16:09 | 21.06.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

15:12 21-06-2014

2013-14 წლების სეზონში პირველი ლიგის A ჯგუფის ჩემპიონმა ქობულეთის "შუქურამ" უმაღლესში თამაშის უფლება მოიპოვა. ახლა გუნდი მომავალი სეზონისთვის ემზადება და, სავარაუდოდ, გაძლიერდება კიდეც.

ქობულეთელთა პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე ხუთი რუსი ლეგიონერის ჩამოყვანას აპირებს.

"უმაღლეს ლიგაში პირველზე გაცილებით დიდი მოთხოვნებია და ადგილი რომ შევინარჩუნოთ, შემადგენლობის გაძლიერება გვჭირდება. ამიტომ რუსეთიდან 5 ლეგიონერი მოვიწვიეთ.

საქართველოში მოქმედი წესების მიხედვით, სამზე მეტი ლეგიონერის ჩამოყვანის შემთხვევაში, კლუბი ვალდებულია, თითოეულში 15 ათასი ლარი გადაიხადოს. ალბათ, ჩვენ მაქსიმუმ 30 ათასი ლარის გადახდა მოგვიწევს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, მოწვეულებიდან ორი, შედარებით სუსტი ფეხბურთელი უკან გავუშვათ", - ამბობს ჩელებაძე.

მისი ჩანაფიქრი საინტერესო უნდა იყოს. ქობულეთელთა ახალწვეული აზამატ ჯიოევი რუსეთში საკმაოდ ცნობილი მეკარეა. მოსკოვის "სპარტაკის" მიერ გაზრდილი 23 წლისაა და მახაჭყალის "ანჟიში" გაბულოვის შემცვლელი იყო. ბოლოს "როსტოვის" ფარმკლუბში, ნოვოჩერკასკის "მიტოსში" ფორმის შესანარჩუნებლად თამაშობდა. სხვათა შორის, ერთი ხანობა, "ანჟიში" ის ნუკრი რევიშვილთან ერთადაც ვარჯიშობდა.

19 წლის გიორგი გარაევი ვლადიკავკაზის "ალანიას" დუბლშემადგენლობის კაპიტანი გახლდათ და ძირითად გუნდში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

24 წლისაა თავდამსხმელი ალექსანდრე ერშოვი, რომელიც მოსკოვის "ტორპედოს" წევრი იყო, ბოლოს კი რეგიონული ლიგის ბინადარ ორიოლის "ზვეზდაში" თამაშობდა.

მათ გარდა, ჩელებაძე კიდევ ორი უცნობი ახალგაზრდის ჩამოყვანას აპირებს.

"ყველა მათგანი თავისუფალი აგენტია. ცხადია, ორივე მხარეს საკუთარი მიზნები გაგვაჩნია.

ბიჭები სათამაშო პრაქტიკის მიღებასა და რუსეთში უკეთესი კონდიციებით დაბრუნებას იმედოვნებენ, ჩვენ კი უმაღლეს ლიგაში ღირსეულ გამოსვლაზე ვფიქრობთ. სწორედ აქ გადაიკვეთა ჩვენი ინტერესები", - ესეც ჩელებაძის სიტყვებია.

"შუქურას" პრეზიდენტი ორი ქართველი ახალგაზრდის დამატებაზეც ფიქრობს: პირველი - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი, 20 წლის არჩილ ტვილდიანია (თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი დაუსრულდა), მეორე კი ცხინვალის "სპარტაკის" 22 წლის ფლანგის შემტევი თორნიკე თუხარელი გახლავთ.

"შუქურა" შეკრებას 20 ივნისს დაიწყებს. ხარჯების შესამცირებლად, რადგან სახელმწიფო ფული იხარჯება, კლუბმა პოტენციურ პარტნიორს საკუთარი პირობები წაუყენა - 15 დღის განმავლობაში 30-კაციანი შემადგენლობის დაბინავებასა და სამჯერად კვებაში 20 ათას ლარზე მეტი არ უნდა მოითხოვოს და სტადიონთანაც ახლოს უნდა იყოს.

ჩელებაძის ეს წამოწყება ერთგვარი "ნოუ-ჰაუა" და სახელმწიფო გუნდებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს, საბიუჯეტო სახსრები რომ არ შემოეხარჯოთ.

შეკრების დასკვნით ეტაპს "შუქურას" პრეზიდენტი 20 ივლისიდან 2 აგვისტომდე თურქეთის ქალაქ ერზერუმში გეგმავს, სადაც 4 საკონტროლო მატჩის ორგანიზებაც სურს.

ესეთ სტატიებს რატო არ წერთ გვაინეტერესებს რა ხდება ქართულ ფეხბურთში ვის ჭირდება დახმარება ვინ ვის იმატებს ვინ სად მიდის კომენტარი ადვილად რომ იწერებოდეს როგორც აქ მე დიდიხანი სპორტალზე ვიქნებოდი გადასული და ბევრი კიდე

0.122549