ფეხბურთი

19:32 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” თვალი ინიესტას დაადგა

ინგლისური Daily Mail-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ანდრეს ინიესტას გარშემო შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და არაა გამორიცხული, “წითელმა ეშმაკებმა” “ბარსელონას” 29 წლის ნახევარმცველის ტრანსფერის თაობაზე მიმართონ.

ანდრეს ინიესტას “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. მხარეები, ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს უკვე დიდი ხანია აწარმოებენ. ინიესტამ კატალონიელთა პირველი შეთავაზება უარყო. მას შემდეგ, მოლაპარაკებები წინ წავიდა, მაგრამ საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ არაა.

ცალკე სათქმელია, რომ “ბარსას” მე-8 ნომერი გუნდისთვის იმდენად შეუცვლელი ფეხბურთელი აღარაა, როგორც გასულ წლებში. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ინიესტა მოედანზე ცამეტივე შეხვედრაში გამოჩნდა, მაგრამ აქედან 5-ჯერ შეცვლაზე, ხოლო 5-ჯერ მან მოედანი ვადაზე ადრე თავად დატოვა.

ინგლისური პრესის ცნობით, შექმნილი სიტუაციით სარგებლობას “მანჩესტერი” შეეცდება. დევიდ მოისი, გასულ ზაფხულში, სესკ ფაბრეგასის შეძენას უშედეგოდ ცდილობდა. ამჯერად, შოტლანდიელმა სპეციალისტმა თვალი “ბარსას” კიდევ ერთ ნახევარმცველს დაადგა.

0.118387