ფეხბურთი

16:48 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” “სპორტინგის” ნახევარმცველს დაუმიზნა

“მანჩესტერ იუნაიტედი” ლისაბონის “სპორტინგის” ნახევარმცველის – ვილიამ კარვალიუს ხელში ჩასაგდებად იბრძვის. პორტუგალიური პრესის ცნობით, “წითელი ეშმაკების” სკაუტები 21 წლის ფეხბურთელს აქტიურად აკვირდებიან.

ახალგაზრდა პორტუგალიელს ლისაბონელებთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და კლუბს მისი 38 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ნაკლებად დათმობა არ სურს. “მანჩესტერს” იმედი აქვს, რომ მოლაპარაკების პროცესი შედეგს გამოიღებს და კარვალიუ “ოლდ ტრაფორდზე” გადაყვანა გაცილებით ნაკლები ფასი დაჯდება.

აღსანიშნავია, რომ კარვალიუსადმი ინტერესს ესპანური გრანდები – “ბარსელონა” და “რეალიც” იჩენენ.

 

0.116993